მინო რაიოლამ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
მინო რაიოლამ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

ცნობილი აგენტი მინი რაიოლა სამი თვით ჩამოაშორეს საფეხბურთო მოღვაწეობას. ამის შესახებ დაწერა გამოცემა გაძეტა დელო სპორტმა (La Gazzetta dello Sport).

ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ. სასჯელის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. რაიოლა ვერ შეძლებს იტალიურ კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოებას 2019 წლის ცხრა აგვისტომდე.

აღვნიშნავთ, რომ რაიოლა ბევრი სუპერვარსკვლავის აგენტია. მის კლიენტებს შორის არიან პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, ლორენცო ინსინიე, მოიზე კინი და მატეის დე ლიხტი.