მინო რაიოლამ განაცხადა, რომ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს
მინო რაიოლამ განაცხადა, რომ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი დატოვებს ინგლისურ კლუბს.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლ პოგბას ისტორია „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასრულებულია“, – მოჰყავს რაიოლას სიტყვები ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.

27 წლის პოგბას მიმდინარე ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფეხბურთის გაყიდვის სურვილი აქვთ, რათა ის 2022 წელს კომპენსაციის გარეშე არ დაკარგონ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დღეისთვის არ მოიძებნება გუნდი, რომელიც იმ თანხას გადაიხდის, რასაც „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ითხოვს.

ამ სეზონში პოგბამ პრემიერლიგის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.