მინო რაიოლა ნიდერლანდურ ფეხბურთში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარეს
მინო რაიოლა ნიდერლანდურ ფეხბურთში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარეს

მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა აგენტმა მინო რაიოლამ აღიარება მოიპოვა ნიდერლანდებში. ის ამ ქვეყანაში საფეხურთო სფეროს „ყველაზე გავლენიან ადამიანად“ დაასახელეს.

რაიოლამ გაიმარჯვა გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა ავტორიტეტულმა ჟურნალმა Voetbal International-მა. გამოკითხეს ფეხბურთელები და მწვრთნელები.

გამარჯვებულმა გაუსწრო ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანსა და ლეგენდარულ იოჰან კრუიფს, რომელიც ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.

„ეს პირველი ადგილი საამაყოა ჩემთვის, მის უმეტეს, საფეხბურთო საზოგადოებასა და ხალხს ბევრი დრო დასჭირდა ჩემს შესაცნობად“.

რაიოლა პოლ პოგბას, მატეის დე ლიგტის, ერლინგ ჰალანდისა და ბევრი სხვა ვარსკვლავის აგენტია.