მინო რაიოლა - ფიფა-ს არ შეუძლია მიუთითოს კლუბებს, როგორ აწარმოონ ბიზნესი
მინო რაიოლა - ფიფა-ს არ შეუძლია მიუთითოს კლუბებს, როგორ აწარმოონ ბიზნესი

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ კომენტარი გაუკეთა ფიფა-ს იდეას – შემოიღონ ფეხბურთში ხელფასების ზედა ზღვარი.

„როცა ფიფა შემოიღებს სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კლუბები ვეღარ შეძლებენ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას. ფიფა-ს არ შეუძლია მიუთითოს კლუბებს – როგორ აწარმოონ ბიზნესი. აშკარაა, რომ სატრანსფერო ბაზარი აღარ მუშაობს ისე, როგორც ეს ფიფა-ს სურს, რადგან ფეხბურთელებს შეუძლიათ მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები. ისინი აქტივები არიან სპორტის ამ სახეობაში.

თუ ჩვენ შევუზღუდავთ მოთამაშეებს ხელფასებს, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის. „რეალი“ და „ბარსელონა“ იღებენ მილიარდობით შემოსავალს, უნდა მოვთხოვოთ თუ არა მათ ბილეთების ფასებზე შეზღუდვები?

ჩვენ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯანი ინფატინოს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ. მე არ მაქვს პრობლემა ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ ის შეიძლება წავიდეს იქ საცხოვრებლად, და არა მე“, – თქვა რაიოლამ.

დატოვე კომენტარი