მინო რაიოლა ფიფა-ს აკრიტიკებს და ახალი ორგანიზაციის შექმნას აპირებს.
მინო რაიოლა ფიფა-ს აკრიტიკებს და ახალი ორგანიზაციის შექმნას აპირებს.

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის წინაღმდეგ გამოდის. ჰოლანდიელი აცხადევს, რომ ის და მისი კოლეგები შეეცდებიან, დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნან, რომელიც ტრანსფერების პოლიტიკას უხელმძღვანელებს და არ დაემორჩილება ფიფას.

„ფიფა კომუნისტ დიქტატორს ჰგავს, რომელიც მუდამ ეუბნება ყველას, რა უნდა აკეთონ. ხალხმა უკვე ყველაფერი გაიგო. გვინდა, რომ მუშაობის წესები უფრო გამჭვირვალე იყოს და ძალიან კარგია, თუ ფიფასაც ეს სურს. ჩვენი უფლებების შესახებ ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ. ჯერ-ჯერობით ფიფა ამბობს, რომ ყველაფერს თავად წყვეტს. ეს სასაცილოა“, – ამბობს რაიოლა. – „ფეხბურთს ახალი სისტემა სჭირდება. რატომ მიაქვს მას ჩვენი ფულის ნაწილი? ევროპაში ჩვენ კლუბებთან ვმუშაობთ და არანაირი პრობლემა არა გვაქვს. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ახალი სისტემის შექმნისთვის ვიბრძოლებთ“, – ამბობს რაიოლა.