მინო რაიოლა ესპანეთში ჩავიდა ჰალანდის „ბარსელონაში“ სავარაუდო ტრანსფერის განსახილველად #1TVSPORT
მინო რაიოლა ესპანეთში ჩავიდა ჰალანდის „ბარსელონაში“ სავარაუდო ტრანსფერის განსახილველად #1TVSPORT

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის ინტერესებს წარმოადგენს, ესპანეთში იმყოფება, სადაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

რაიოლა, თავდაპირველად შეხვდა „დორტმუნდის“ წარმომადგენლებს და ამის შემდეგ გაფრინდა ბარსელონაში. მოლაპარაკებები მსვლელობის პროცესშია.

ამ სეზონში 20 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.