მინო რაიოლა - დე ლიგტი „იუვენტუსის“ დასატოვებლად მზად არის #1TVSPORT
მინო რაიოლა - დე ლიგტი „იუვენტუსის“ დასატოვებლად მზად არის #1TVSPORT

ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა, „იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიგტმა, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს ტურინული კლუბი. რაიოლას მიაჩნია, რომ 22 წლის ნიდერლანდელი მზად არის მორიგი ნაბიჯი გადადგას კარიერაში.

„ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომელი კლუბების ხსენება შეგვიძლია ამ შემთხვევაში. დაველოდოთ ზაფხულს. პრემიერლიგა? ეს შეიძლება იყოს „ბარსელონა“, „რეალი“ ან „პარი სენ-ჟერმენი“.

შეუძლია თუ არა „ბარსელონას“ საკუთარ თავს მისცეს ძვირი ტრანსფერების განხორციელების უფლება? „ბარსელონა“ ყოველთვის დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გუნდად მისი ამჟამინდელი ფორმის მიუხედავად. თქვენ იცით, რომ ერთი ან ორი წლის შემდეგ ისინი დაბრუნდებიან“, – განაცხადა რაიოლამ.