მინესოტას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება, ნიუ ოლრეანსმა ოვეტაიმში მოიგო
მინესოტას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება, ნიუ ოლრეანსმა ოვეტაიმში მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დღეს რეგულარული სეზონის ოთხი მატჩი გაიმართა. ბოლო პერიოდში, შეუჩერებილია მინესოტა „ტიმბერფულვსი“. ტომ ტიბოდოს გუნდმა, საკუთარ „თარგეთ ცენტრში“ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 120-103 დაამარცხა.

სტუმრებმა, მინიაპოლიესელებს წინააღმდეგობა, მხოლოდ შეხვედრის პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ორი ქულის სხვაობით მოიგეს. დარჩენილ დროში კი, მასპინძლები დომინირებდნენ. გამარჯვებულთა შორის 24 ქულა, ჯიმი ბატლერმა მოიპოვა. მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა კარლ ენტონი თაუნსმა. გუნდის ცენტრმა, 20 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა მიითვალა აქტივში. 22 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემაა, ჯეფ ტიგის მონაგარი.

„ტიმბერვულვსმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში, მოგებების რაოდენობით, სან ანტონიო „სფერსს“ გაუთანაბრდა. ორივე გუნდის აქტივში 29 გამარჯვებაა. მინესოტელები, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა, „მედისონ სქუერ გარდენში“ ჩატარებული მატჩი, სადაც ნიუ იორკ “ნიქსმა“ ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ მიიღო. მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედი, სტუმრებმა 27-14 მოიგეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. ოვერტაიმში კი, „პელიკანსმა“ უკეთ ითამაშა და 123-118 გაიმარჯვა. ამ მოგების მთავარი შემოქმედი, ენტონი დევისი გახდა. ნიუ ორლეანელთა ერთერთმა ლიდერმა, 48 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. 31 ქულა გააკეთა, ჯრიუ ჰოლიდეიმ. „ნიქსს“ კრისტაპს პორზინგისმა ულიდერა, ლატვიელი ფორვარდის მონაგარმა, 25 ქულა და 6 მოხსნა შეადგინა. ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში, მე-6-ე ადგილზე იმყოფება. ნიუ იორკ „ნიქსი“ აღმოსავლეთში, მე-10-ე პოზიციაზეა.

დღვენადელი დღის დარჩენილი ორი შეხვედრა, ასე დასრულდა:

მაიამი-მილუოკი 97-79
ფინიქსი-ინდიანა 97-120