"მინესოტას" დამაჯერებელი გამარჯვება აუტსაიდერ "ფინიქსთან"
"მინესოტას" დამაჯერებელი გამარჯვება აუტსაიდერ "ფინიქსთან"

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 3 შეხვედრა გაიმართა. “მაიამისთან” წაგებული მატჩის შემდეგ “მინესოტა ტიმბერვულვსი” საკუთარ არენაზე “ფინიქსს სანსს” დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 119-108 დაამარცხა.

ტომ ტიბოდოს გუნდში ყველაზე შედეგიანი კარლ ენტონი ტაუნსი გამოდგა, რომელმაც 32 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა ტაჯ გიბსონმაც, რომლის ანგარიშზე 16 ქულა და 14 მოხსნაა.

ჯიმი ბატლერმა საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა. ფინიქსელთა შორის ყველაზე მეტი 26 ქულა მაიკ ჯეიმსის ანგარიშზეა.

სხვა მატჩებში “მაიამი ჰიტმა” “ჩიკაგო ბულსი” სტუმრად 7 ქულის სხვაობით 100-93 დაამარცხა. “მორიგი” მატჩი წააგო “მემფისმა”. “გრიზლისმა” ამჯერად “ბრუკლინთან” შეხვედრა 10 ქულის სხვაობით 98-88 დათმო.