„მინესოტამ“ „ოკლაჰომას“ ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი მოუგო [ვიდეო]

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. „ვაშინგტონთან“ მოულოდნელად წაგებული მატჩის შემდეგ „ოკლაჰომამ“ „მინესოტას“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 40 ქულითა და 10 მოხსნით ენდრიუ ვიგინსი გამოდგა. კარლ ენტონი თაუნსმა საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა. ოკლაჰომელთა შორის ყველაზე მეტი 27 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 25 ქულითა და 16 პასით დაასრულა მატჩი რას ვესტბრუკმა. 20 ქულითა და 12 მოხსნით, ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა სტივენ ადამსმა, თუმცა ეს გამარჯვების მოსაპოვებლად „სანდერს“ არ ეყო.

კლივლენდი – ინდიანა 115:123
ფილადელფია – ვაშინგტონი 132:115
მაიამი – დენვერი 99:103
ტორონტო – ატლანტა 104:101
ფინიქსისაკრამენტო 115:111
გოლდენ სტეიტი – ნიუ იორკი 122:95
კლიპერსიშარლოტი 128:109