„მილუოკი ბაქსმა“ კონტრაქტი გააფორმა 24 წლის ალექს ანტეტოკუნმპოსთან, – დაწერა სოციალურ ქსელში ESPN-ის ავტორიტეტულმა მიმომხილველმა შემს ჩარანიამ.
ასე რომ, ალექსი „მილუოკიში“ შეუერთდა თავის ორ უფროს ძმას – იანის და ტანასის ანტეტოკუნმპოებს.
ეს არის პირველი შემთხვევა NBA-ის ისტორიაში, როცა სამ ძმას მოქმედი კონტრაქტები აქვთ ერთი და იგივე გუნდთან, – დაწერა X-ის ქსელში ჩარანიამ.
ამასობაში, იანის ანტეტოკუნმპომ ილაპარაკა იმის შესახებ, სად სურს კარიერის დასრულება. მისი სიტყვებით, NBA-ში თამაშის დამთავრების შემდეგ, ის არ აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას.
„30 წლის ვარ, შემიძლია NBA-ში 36-38 წლამდე ვითამაშო. კარიერის დასრულება კი ბერძნულ კლუბში მსურს. რატომაც არა? არ მინდა აშშ-ში ცხოვრება. როგორც კი NBA-დან წავალ, საბერძნეთში დავბრუნდები. იქ შეიძლება ვითამაშო „ფილატლიტიკოსში“, „ოლიმპიაკოსში“, „პანათინაიკოსში“ ან „არისში“, – მოჰყავს ანტეტოკუნმპომ სიტყვები გამოცემა Fadeaway World-ს.