„მილუოკის“ სტადიონთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა #1TVSPORT
„მილუოკის“ სტადიონთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა #1TVSPORT

NBA-ის აღმოსავლეთი კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეექვსე მატჩი „მილუოკისა“ და „ბოსტონს“ შორის ტრაგიკული მოვლენებით აღინიშნა. შეხვედრის დასრულებისთანავე უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა სტადიონ „ფაისერვ-ფორუმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, – აღნიშნავს გაზეთი New York Post.

სროლის ხმის გაგონებისთანავე, გულშემატკივართა უმრავლესობამ თავშესაფრის ძებნა დაიწყო, რამაც კიდევ უფრო დიდი პანიკა გამოიწვია. გარკვეული დროის შემდეგ, პოლიციამ ტერიტორიას ალყა შემოარტყა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

მილუოკის პოლიციამ დაადასტურა, რომ სროლისას დაზარალდნენ ქალი და მამაკაცი, რომლებიც სტაბილურ მდგომარეობაში არიან. ერთი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ, ტერიტორიაზე 11 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც „მილუოკის“ მატჩს დაესწრნენ.

სერიის მეექვსე შეხვედრა „ბოსტონმა“ 108:95 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3. „მილუოკის“ რიგებში 44 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა იანის ანტენტოკუნმპომ, ბოსტონელთაგან 46 ქულა ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს. ბოლო მეშვიდე მატჩი „ბოსტონის“ მოედანზე კვირას, 15 მაისს ჩატარდება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი