„მილუოკის“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იანისის შესანარჩუნებლად (ვიდეო)
„მილუოკის“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იანისის შესანარჩუნებლად (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018-19 წლების სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპოს თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

2020 წლის 1 ივლისს ნბა-ს გუნდები სავარაუდოდ 24 წლის ვარსკვლავზე „ნადირობას“ დაიწყებენ. თავის მხრივ, „მილუოკის“ ხელმძღვანელობა უკვე ემზადება იმისათვის, რომ ბერძენი კალათბურთელი გუნდში დატოვოს.

„ბაქსის“ გენერალური მენეჯერი ჯონ ჰორსტი აცხადებს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ანტეტოკუნმპოს ლიგის ისტორიაში რეკორდულ კონტრაქტს შესთავაზებს.