მილუოკიმ სეზონის პირველი მატჩი წააგო, ოკლაჰომა ფორმაში შედის
12:33, 02.11.2018
დღეს დილით ექვსი მატჩი გაიმართა მსოფლიოს მთავარ საკალათბურთო ლიგაში. მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო მილუოკიმ. „ბაქსი“, ბოლომდე ბრძოლის და არაერთი შანსის მიუხედავად, ბოსტონში დამარცხდა. „თი დი გარდენში“ ჩატარებული თამაში ბოსტონელთა უპირატესობით დაიწყო. მასპინძლები, ბოლო პერიოდის წინ, 15 ქულის სხვაობით იგებდნენ და თითქოს შეხვედრას ინტრიგა დაკარგული ჰქონდა, თუმცა სტუმრები ბოლომდე დაიხარჯნენ და ბოლო წუთებს სერიოზული დაძაბულობა შესძინეს. უკანასკნელმა წამებმა ტაქტიკური ფოლების თანხლებით ჩაიარა. საბოლოოდ, „სელტიქსმა“ 117-113 გაიმარჯვა და ზედიზედ მეოთხედ, ხოლო სეონში მეექვსედ გაიმარჯვა. ბოსტონელებს კაირი ირვინგმა ულიდერა 28 ქულით და 7 პასით. იანის ანტეტუკომპომ მილუოკის 33 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. მარცხის მიუხედავად, “ბაქსი” აღმოსავლეთში პირველია.
ოკლაჰომა ნელნელა ფორმაში შედის. მძიმე სატრტის შემდეგ, “სითი თანდერმა” ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. ამჯერად, შარლოტი, მისსავე მოედანზეა დამარცხებული 107-111. რასელ უესტბრუკი, “ჰორნეტსმა” ვერ გააჩერა. რეაქტიულმა უკანახაზელმა, სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა-29 ქულა, 10 პასი 8 მოხსნა. პირადი რეკორდი დაამყარა ალექს აბრინესმა, ბარსელონას, ყოფილმა კალათბურთელმა, 25 ქულა გააკეთა. ბილი დონოვანის გუნდმა, ამ სამ მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ, სატურნირო მდგომარეობაც გამოისწორა და დასავლეთში 11-ე ადგილზე გადავიდა. “ოქეისი” აღმოსავლეთის ტურნეს, დედაქალაქში, ვაშინგტონ “უიზარდთან” შეხვედრით გააგრძელებს.