მილუოკი წინასასეზონო მატჩებში წაუგებელ სერიას აგრძელებს (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს ხვალ ბოლოჯერ ჩაატარებენ. დღეს კი 5 მატჩი გაიმართა.

„მილუოკი ბაგსმა“ საკუთარ არენაზე მინესოტას ტიმბერვულვზს უმასპინძლა და მეტოქე 118-96 დაამარცხა.

ბრწყინვალედ ითამაშა იანის ანტეტოკუნმპომ. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 26 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

კრის მიდლტონის ანგარიშზე 18 ქულაა. მინესოტელთა შორის ყველაზე მეტი (16) ქულა კარლ ენტონი ტაუნსმა დააგროვა. კოვინგტონმა  კი 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ორლანდო – მაიამი 98-107

ჩიკაგო – ატლანტა 111-93

დენვერი – პორტლენდი 110-104

კლიპერსი – დალასი 87-102