„მილუოკი ბაქსმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT
„მილუოკი ბაქსმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსმა“ მთავარ მწვრთნელს, მაიკ ბუდენჰოლცერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველ რაუნდში „მაიამი ჰიტთან“ მარცხი არ აპატია და თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბუდენჰოლცერის გუნდმა NBA-ს რეგულარული სეზონი დამაჯერებლად, 58-24 ბალანსით მოიგო და პლეი ოფის დაწყების წინ ტიტულის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა ჯიმი ბატლერის ლიდერობით „მაიამიმ“ „მილუოკის“ დამარცხება სენსაციურად, 4:1 მოახერხა.

„რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. მაიკმა ხუთი წლის განმავლობაში შესანიშნავად იმუშავა და 50 წლის შემდეგ ორგანიზაციას ჩემპიონობა მოუტანა. მადლობას ვუხდით მას იმ კულტურის დამკვიდრებისთვის, რომელმაც გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა“, – განაცხადა „მილუოკი ბაქსის“ გენერალურმა მენეჯერმა, ჯონ ჰორსტმა.

2021 წელს მაიკ ბუდენჰოლცერმა „მილუოკი ბაქსთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორჯერ, 2015 და 2019 წლებში ლიგამ ის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.