მილოშ ტეოდოშიჩი „ვირტუსში“ გადავიდა
მილოშ ტეოდოშიჩი „ვირტუსში“ გადავიდა

სერბეთის ნაკრების გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი კარიერას იტალიის „ვირტუსში“ გააგრძელებს. 32 წლის კალათბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ევროჰუფზის“ (Eurohoops) ინფორმაციით, ტეოდოშიჩი სამი წლის განმავლობაში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სერბის ბოლო კლუბი იყო „ლოს ანჯელეს კლიპერსი“, რომელმაც თებერვალში დაითხოვა კალათბურთელი. მანამდე, ტეოდოშიჩმა ექვსი წელი ითამაშა მოსკოვის „ცსკა“-ში.

გასულ სეზონზე „კლიპერსის“ რიგებში ტეოდოშიჩის სტატისტიკა იყო – 3.2 ქულა და 2.1 შედეგიანი გადაცემა.