მილიტაომ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
მილიტაომ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ედერ მილიტაოსთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივა, – ინფორმაციას „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალის“ რიგებს 2019 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მილიტაომ მადრიდელების მაისური 143 მატჩში მოირგო, გაიტანა 11 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მილიტაო „რეალის“ შემადგენლობაში არაერთი ტურნირის გამარჯვებული გახდა – ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.

Transfermarkt-ი ედერ მილიტაოს 70 მილიონ ევროდ აფასებს.