მილიტაო რეალ მადრიდში ექვსი წლის განმავლობაში ითამაშებს
მილიტაო რეალ მადრიდში ექვსი წლის განმავლობაში ითამაშებს

მადრიდის რეალმა ბრაზილიელ ნახევარმცველ მილიტაოსთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას სამეფო კლუბი ოფიციალურად ადასტურებს და კონტრაქტის ამოწურვის ზუსტ ვადასაც ასახელებს – 2025 წლის 30 ივნისი.

შეთანხმება რეალსა და პორტუგალიურ პორტუს შორის, რომელსაც მილიტაო აქამდე ეკუთვნოდა, უკვე მიღწეულია და ასევე მოგვარებულია სან-პაულუსთან დაკავშირებული პრობლემა: ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბი მის მიერ აღზრდილ მოთამაშეში კუთვნილი თანხის მიღებას ითხოვდა.

ამრიგად, ედერ გაბრიელ მილიტაო ზინედინ ზიდანის პირველი შენაძენია და, როგორც ირკვევა, რეალმა მასში 50 მილიონი ევრო გაიღო.