ამავე დროს, პოპულარული პორტუგალიური გამოცემა წერს, რომ „ლომები“ გამოცდილ მეკარეს ეძებენ: „შესაძლოა, ქართველი იჯარით დაიმატონ: მეკარე, ისევე როგორც თავდამსხმელი, „სპორტინგის“ ორი ყველაზე სუსტი წერტილია, რადგან ბრაზილიელი მეკარის, რენან რიბეიროს წასვლა გადაწყვეტილია. თუმცა, „სპორტინგი” ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ქართველის დამატება სურს – მაკარიძის ტრანსფერით „ბენფიკაც“ დაინტერესდა”.
მეორე პორტუგალიური გამოცემა, „დესპორტო“ კი ამტკიცებს, რომ „ვიტორია სეტუბალი“ ქართველის ტრანსფერისთვის მზადაა, ოღონდ გარკვეული პირობით: „გუნდი მზადა არის, მაკარიძე დათმოს, მაგრამ ერთ მილიონ ევროს ითხოვს. ეს ფასი კი, როგორც ჩანს, „სპორტინგში“ გადაჭარბებულად მიაჩნიათ. „ვიტორია სეტუბალი“ მაკარიძის საფასურს დათმობს, თუკი ლისაბონელებისგან ახალგაზრდა ნახევარმცველს, მიგელ ლუიზს დაიმატებენ. 20 წლის ნახევარმცველი „სპორტინგში” ვერ თამაშობს, როდესაც მაკარიძე თავის გუნდში შეუცვლელია – მან გუნდში 20 მთამაშიდან 19 მატჩი ჩაატარა“.
პრიმეირა ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ, „ბენფიკა“ 39 ქულით ლიდერია, ხოლო „სპორტინგი” 26 ქულით მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ „სპორტინგში“ კარიერას კრიშტიანუ რონალდო იწყებდა. შეგახსენებთ, დეკემბრის გადაფასების შემდეგ, „ტრანსფერმარკტმა” მაკარიძის პირობითი სატრანსფერო ფასი 1,5 მილიონ ევრომდე გაზარდა და ის საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.