მილინკოვიჩ-სავიჩმა პარი სენ-ჟერმენთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა
მილინკოვიჩ-სავიჩმა პარი სენ-ჟერმენთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

„ლაციოს“ სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ შეათანხმა 25 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები. „პსჟ“ და „ლაციო“ აგრძელებენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ფასზე. რომაული კლუბი ნახევარმცველის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს, რაც პარიზელებს არ აწყობთ.

იტყობინებიან, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენით ასევე დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში სერბმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი გაფრთხილება მიიღო.