მილინკოვიჩ-სავიჩი „პერი სენ-ჟერმენის“ ინტერესის სფეროშია
მილინკოვიჩ-სავიჩი „პერი სენ-ჟერმენის“ ინტერესის სფეროშია

„ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ იუწყება, 25 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა რომაული კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ „ლაციო“ ფეხბურთელს 100  მილიონ ევროდ აფასებს.

მილინკოვიჩ-სავიჩი იტალიური გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს, მანამდე კი ბელგიურ „გენკსა“ და სერბულ „ვოივოდინაში“ ასპარეზობდა. სერბეთის ეროვნულ გუნდში მილინკოვიჩ-სავიჩს დებიუტი 2017 წელს ჰქონდა.