მილიკი „ატლეტიკოს“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
მილიკი „ატლეტიკოს“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

პოლონეთის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

იტალიური პრესის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკო“. დიეგო სიმეონეს გუნდს სურს პოლონელი უკვე იანვარში გადაიბიროს.

იტყობინებიან, რომ „ატლეტიკო“ მილიკს მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განიხილავს ფორვარდის პოზიციაზე.

მილიკზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „ტოტენჰემი“ და „ევერტონი“.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფორვარდი „ნაპოლის“ შემადგენლობას ჩამოშორებულია და ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ინდივიდუალურად ივარჯიშებს.