მილევსკი „ცრვენა ზვეზდას“ პირველი კანდიდატია - ჩვენი მეტოქის მწვრთნელს სერბეთში იწვევენ #1TVSPORT
მილევსკი „ცრვენა ზვეზდას“ პირველი კანდიდატია - ჩვენი მეტოქის მწვრთნელს სერბეთში იწვევენ #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის დამრიგებელი ბლაგოია მილევსკი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ მთავარი მწვრთნელობის პირველი კანდიდატია და შესაძლოა, საქართველოსთან შეხვედრამდე ბალკანელებს მისი შემცვლელის მოძებნა მოუხედეთ – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპა“ ავრცელებს.

ერთა ლიგის „ც4“ ჯგუფში ჩვენმა მეტოქემ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მსოფლიო გიგანტებთან – იტალია გასვლაზე 0:1 დაამარცხა, ხოლო ფინალში პორტუგალიასთან 2:0 დამარცხდა და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. შედეგად წარმატებული გუნდის მწვრთნელის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

„ჩრდილოეთ მაკედონიის გამოსვლამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ორივე მატჩმა იტალიასთან და პორტუგალიასთან განაპირობა სერიოზული ინტერესი, რომელიც ბელგრადელებს ბლაგოია მილევსკის მიმართ გაუჩნდათ. განცხადებების მიხედვით, ივნისში კლუბი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს და არაა გამორიცხული, ჩრდილომაკედონიელ მწვრთნელთან მოლაპარაკება დაიწყოს. მილევსკიცრვენა ზვეზდას“ ხელმძღვანელობის პირველი კანდიდატია დეიან სტანკოვიჩის ნაცვლად და შესაძლოა, ივნისში ბელგრადულ კლუბში დაინიშნოს“, – ამტკიცებს ჩრდილომაკედონიური გამოცემა „ეკიპა“.

მილევსკიმეკიპასთან“ ინტერვიუში სერბულ კლუბთან მოლაპარაკება უარყო და თქვა, რომ ეროვნული ნაკრების საქმიანობაზეა კონცენტრირებული, მაგრამ საუბრის ბოლოს ახალ სამსახურში წასვლა მაინც არ გამორიცხა.

„ახლა არანაირი კავშირი არ მაქვს „ცრვენა ზვეზდასთან“. გასაგებია, რომ ეს ჩემი კლუბია (1990–1991 წლებში კარიერა ამ კლუბში დაიწყო), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბელგრადელებს ჰყავთ ისეთი დიდი მწვრთნელი, როგორიც დეიან სტანკოვიჩია. ახლა მხოლოდ ნაკრებზე და მის სამომავლო ამოცანებზე ვარ ორიენტირებული. ასეა ახლა, მაგრამ რას მოგვიტანს მომავალი, ამას ვერავინ იტყვის“, – ამბობს მილევსკი.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის „ც4“ ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს ნაკრებს მესამე ტურში მიიღებს – შეხვედრა სკოპიეში 9 ივნისს გაიმართება, ხოლო 23 სექტემბერს ბალკანელებს საქართველოში ვუმასპინძლებთ.