მილანური დერბი ინტერმა მოიგო [ვიდეო]
მილანური დერბი ინტერმა მოიგო [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის მთავარი მატჩი – მილანური დერბი, მინიმალური სხვაობით „ინტერმა“ მოიგო.

ერთადერთი გოლი „მილანის“ კარში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ინტერის“ არგენტინელმა ფორვარდმა – მაურო იკარდიმ გაიტანა. საგოლე პასი მას მატიას ვესინომ გაუკეთა.

„ინტერის“ შემადგენლობაში, ტრავმა მიიღო ბელგიელმა ნახევარმცველმა – რაჯა ნაინგოლანმა. ის ჩემპიონთა ლიგის უახლოეს მატჩში – „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ცხრა ტურის შემდეგ „ინტერი“ 19 ქულით ცხრილში მესამე ადგილზეა, „მილანი“ 12 ქულით მე-12 პოზიციაზეა.