„მილანში“ პირველად ითამაშებს ეკვადორელი ფეხბურთელი – „როსონერიმ“ ესტუპინიანი შეიძინა #1TVSPORT

17:21, 24.07.2025

„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ინგლისური „ბრაიტონიდან“ მარცხენა მცველის, პერვის ესტუპინიანის შეძენის შესახებ.

27 წლის ესტუპინიანი პირველი ეკვადორელი ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში.

„მილანმა“ ახალწვეულთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 17 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც დაემატება ორი მილიონი ბონუსების სახით.

„ბრაიტონში“ ესტუპინიანი 2022 წლიდან თამაშობდა, ინგლისურ კლუბში 104 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი