„მილანში“ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევაა
„მილანში“ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევაა

„მილანმა“ საკუთარი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გამოაცხადა გუნდში კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ. ირკვევა, რომ დადებითი შედეგი აჩვენა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასა და ფორვარდ იენს პეტერ ჰაგუეს ტესტებმა. ასევე ინფიცირებულია კლუბის სამი თანამშრომელი.

ხუთივე შემთხვევაში, ავადმყოფობა უსიმპტომოდ ვითარდება. ინფიცირებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საშინაო კარანტინში.

შეგახსენებთ, უფრო ადრე „მილანში“ კორონავირუსი აღმოაჩნდა ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს.