„მილანში“ ხელფასებს 20 პროცენტით შეამცირებენ
„მილანში“ ხელფასებს 20 პროცენტით შეამცირებენ

„მილანი“ გეგმავს ფეხბურთელებთან მოლაპარაკებების დაწყებას ხელფასების შემცირების თაობაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო, კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომაც თხოვს მოთამაშეებს – დათანხმდნენ ხელფასების 20 პროცენტით შეკვეცას.

ოქტომბერში „მილანის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ფინანსური დანაკარგის შესახებ, რომელმაც თითქმის 200 მილიონი ევრო შეადგინა.

ცნობილია, რომ ამგვარმა ნაბიჯმა მაისში საშუალება მისცა „იუვენტუსს“ 90 მილიონი ევრო დაეზოგა.

შვიდი ტურის შემდეგ, „მილანი“ ლიდერობს სატურნირო ცხრილს.