მილანში დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, მაღაზიები გაძარცვეს და ნაგვის ურნები დაწვეს, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

00:02, 19.10.2026

მილანში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები ფასების ზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

„როიტერის“ ცნობით, მილანის პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა მათ ქვები ესროლეს. გარდა ამისა, აქტივისტების ნაწილმა მაღაზიები გაძარცვა.

ამასთან, რამდენიმე ასეული აქტივისტის მიერ მაღაზიების ვიტრინების ჩამსხვრევასა და ნაგვის ურნების დაწვას პოლიციის მიერ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.

მედიის ცნობით, ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 70-ზე მეტი აქტივისტი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, სულ მცირე, 25-მა ადამიანმა. იტალიის ქალაქებში დემონსტრაციები, რამდენიმე დღეა, იმართება. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.

მსგავსი