„მილანსა“ და რალფ რანგნიკს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა
„მილანსა“ და რალფ რანგნიკს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

იტალიური მედიის ინფორმაციით, გერმანელი მწვრთნელი რალფ რანგნიკი მომავალ სეზონში მილანს“ სათავეში არ ჩაუდგება.

იტყობინებოდნენ, რომ დეკემბერში მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, მაგრამ მას შემდეგ მოლაპარაკებები რამდენჯერმე ჩავარდა, ხოლო კორონავირუსის აფეთქების გამო, კლუბსა და 61 წლის სპეციალისტს შორის შეხვედრები გაუქმდა და ამან კიდევ უფრო დაბლა დაწია საბოლოო შეთანხმების შანსი.

დღეისთვის, „მილანს“ სათავეში უდგას სტეფანო პიოლი.

რალფ რანგნიკის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ლაიპციგი“. მან ეს გუნდი 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დატოვა.

დატოვე კომენტარი