„მილანს“ რაფაელ ლეაო ტრავმის გამო ერთი თვით გამოაკლდა #1TVSPORT
„მილანს“ რაფაელ ლეაო ტრავმის გამო ერთი თვით გამოაკლდა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში „ლეჩესთან“ (2:2) „მილანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პორტუგალიელმა რაფაელ ლეაომ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს ერთი თვით გამოაკლდება.

ლეაომ ტკივილის გამო მოედანი მეცხრე წუთზე დატოვა. „მილანისთვის“ დადებითი ისაა, რომ სანაკრებო შესვენება დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გუნდს თამაში არ აქვს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიურ გუნდს, სავარაუდოდ, „დორტმუნდსა“ და „ფიორენტინასთან“ შეხვედრებში დააკლდება.

24 წლის რაფაელ ლეაომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, მან ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

2021/2022 წლის სეზონში პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.