„მილანს“ „პარი სენ-ჟერმენის“ 17 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს
„მილანს“ „პარი სენ-ჟერმენის“ 17 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ნიანზუ კუასი, დიდი ალბათობით „მილანის“ ფეხბურთელი გახდება, – იუწყება Le 10 Sport.

ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მალე იწურება და მილანელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 17 წლის პერსპექტიული მცველის შეძენას შეეცდებიან.

კუასი პსჟ-ს სკოლის აღზრდილია. მას დებიუტი პარიზული გუნდის პირველ შემადგენლობაში გასულ წელს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში კუასმა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და სამიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.