„მილანს“ მთავარ მწვრთნელად გასპერინი სურს
„მილანს“ მთავარ მწვრთნელად გასპერინი სურს

„მილანს“ მთავარ მწვრთნელად „ატალანტას“ ამჟამინდელი დამრიგებელი – ჟან პიერო გასპერინი სურს. აღნიშნულ ინფორმაციას „კორიერე დელო სპორტზე“ (Corierre dello Sport) დაყრდნობით იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი კაპუანო, საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს.

მისი განცხადებით, იტალიური კლუბის ბრაზილიელი სპორტული დირექტორის – ლეონარდოს თვალთახედვის არეში, პირველ ადგილზე სწორედ გასპერინი იმყოფება. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა საბოლოო არაა და ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა.

იმ შემთხვევაში, თუ „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, სავარაუდოა, რომ იტალიელი სპეციალისტი ამ კლუბში დარჩება. ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, ბერგამოს კლუბს 62 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. „მილანი“ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა.