„მილანს“ მხოლოდ ხვიჩა სჭირდება და სხვა არავინ - იტალიელები კვარაცხელიას ფინტით აღფრთოვანდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
„მილანს“ მხოლოდ ხვიჩა სჭირდება და სხვა არავინ - იტალიელები კვარაცხელიას ფინტით აღფრთოვანდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ შემადგენლობაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ყაზანელების ქართველმა გარემარბმა საგოლე პასი მიითვალა „ურალთან” ამხანაგურ მატჩში, რომელიც ლეონიდ სლუცკის ფეხბურთელებმა 3:1 მოიგეს.

ხვიჩას მონაწილეობით ყველაზე კარგი იყო ის ეპიზოდი, რომელშიც მან ორი მეტოქე მცველი მოედნის ცენტრში ზიდანის ფინტით ჩამოიშორა.

„სილამაზე, რომელსაც რუსულ ფეხბურთში ხშირად ვერ ნახავ, აღნიშნეს იტალიელმა გულშემატკივრებმა. მედიის ცნობით, ხვიჩას „მილანი“ და „იუვენტუსი“ აკვირდებიან“, – წერს გამოცემა inoprosport და ტიფოზების კომენტარებს აქვეყნებს:

„როგორ გამოვიდეთ მოწინააღმდეგის წნეხიდან – ლექცია პროფესორ კვარაცხელიასგან“.

„მოდი „მილანში“, ხვიჩა!“

„როგორ არის შესაძლებელი, რომ ერთი კლუბიც არ გამოხტეს და ხვიჩა „რუბინს“ არ წაართვას?“

„ის ფაბიო პარატიჩის სურდა, როდესაც „იუვენტუსში“ მუშაობდა“

„ხვიჩა ნამდვილი ტალანტია. მას აქვს ტექნიკა, რომელიც მოწინააღმდეგეს განიარაღებს

„ტექნიკის გარდა, ის ვითარებას ყოველთვის ბურთის მიღებამდე აფასებს, რათა გაიგოს, მეტოქე როგორ შეუტევს. რა სილამაზეა!“

„მამა მია (ღმერთო ჩემო!) ეს ბიჭი მაგიჟებს. იმედია, ხვიჩა წელს ტოპ-კლუბში გადავა“

„მილანს“ მხოლოდ ხვიჩა გვჭირდება და სხვა არავინ“

„ძალიან სამწუხარო გრძნობები მაქვს იმის გამო, რომ ხვიჩა ისევ „რუბინშია“.

„მოდით, „მილანში“ წავიყვანოთ!“

„პაოლო მალდინი, თუ ხვიჩას „მილანში“ ჩამოიყვან, სიცოცხლის ბოლომდე შენი მონა გავხდები“