მილანს ერიკ ბაის შეძენა სურს
მილანს ერიკ ბაის შეძენა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კოტდივუარელ მცველ ერიკ ბაიით მარკო ჯამპაოლოს „მილანი“ დაინტერესდა, იტყობინება „ტუტოსპორტი“ (Tuttosport).

მილანელები 25 წლის ცენტრალურ მცველს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს სთავაზობენ. „როსონერიში“ ერიკ ბაიის ალესიო რომანიოლის მეწყვილედ განიხილავენ.

აფრიკელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აწვს გაფორმებული. 2018/2019 წლების სეზონში მცველმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კოტდივუარელი უკანახაზელი ინგლისურ გრანდში 2016 წლიდან ირიცხება.