„მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარადგინა
„მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარადგინა

შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ვეტერანთან ხელშეკრულება 2020 წლის ივნისამდე დაიდო და ის ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ სკანდინავიელი ჩაატარებს მატჩების 50 პროცენტს ან მეტს.

უკვე ცნობილია, რომ ახალ გუნდში ზლატანი 21-ე ნომრით ითამაშებს.

იბრაჰიმოვიჩი 2010-12 წლებში გამოდიოდა „მილანში“. მან ამ გუნდში 85 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.