„მილანმა“ უკრაინის მხარდასაჭერი სპეციალური მაისური გამოუშვა #1TVSPORT
„მილანმა“ უკრაინის მხარდასაჭერი სპეციალური მაისური გამოუშვა #1TVSPORT

„მილანმა“ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ. იტალიურმა კლუბმა სპეციალური მაისური გამოუშვა, რომელიც ინსპირირებულია 2002-03 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მაისურისგან, რომლითაც მაშინ „მილანის“ რიგებში უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო თამაშობდა. მაშინ მანჩესტერში გამართულ ფინალში „მილანმა“ პენალტების სერიაში მოუგო „იუვენტუსს“.

სპეციალური მაისურის წინა მხარეს დატანილია უკრაინის დროშა, ომის საწინააღმდეგო ნიშანი და წარწერა – „მილანი“ მშვიდობისთვის“. უკანა მხარეს შევჩენკოს გვარი და მისი სათამაშო ნომერი – 7.

გულშემატკივრებს მაისურის შეძენა „მილანის“ ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ 50 ევროდ. რეალიზაციისგან მიღებული სრული თანხა გადაეცემა იტალიურ წითელ ჯვარს და მის პროექტს უკრაინაში.