„მილანმა„ „სტრასბურგიდან“ დიეგო მორეირას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
დიეგო მორეირა „სტრასბურგიდან“ კარიერას იტალიურ „მილანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. „მილანი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, „სტრასბურგი“ ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან ასევე მიიღებს გარკვეულ თანხას.
გერმანიიდან და ინგლისიდან მიღებული შეთავაზებების მიუხედავად, მორეირას მხოლოდ „მილანში“ გადასვლა სურდა.
22 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ამპლუით განაპირა მცველია, მას ასევე შეუძლია ნახევარდაცვაში თამაში. „სტრასბურგს“ ის 2024 წელს შეუერთდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 76 შეხვედრაში მორეირას ანგარიშზე 7 გოლია.
🚨🔴⚫️ AC Milan agree deal to sign Diego Moreira from RC Strasbourg, here we go!
Verbal agreement with paperwork being prepared at €50m fee plus add-ons and sell-on clause. More details to follow.
Moreira only wanted AC Milan despite bids from Germany and UK. 🫱🏻🫲🏼 pic.twitter.com/N7boxdyNaY
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 17, 2026