„მილანმა“ შესაძლოა, გატუზო გაუშვას და მონტელა დააბრუნოს
„მილანმა“ შესაძლოა, გატუზო გაუშვას და მონტელა დააბრუნოს

„მილანი“ განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელას დაბრუნებას, – წერს Football Italia რამდენიმე იტალიურ გაზეთზე დაყრდნობით.
მონტელა კლუბის ხელმძღვანელობამ ნოემბრის ბოლოს დაითხოვა. მის ნაცვლად, გუნდი ჯენარო გატუზომ ჩაიბარა, მაგრამ მისი მეთაურობით, “როსონერიმ” სერია A-ს ოთხი მატჩში მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა.

იტყობინებიან, რომ თუ „მილანი“ 27 დეკემბერს იტალიის თასის მეოთხედფინალში “ინტერის” წინააღმდეგ წარუმატებლად ითამაშებს, გატუზოს გაათავისუფლებენ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და დააბრუნებენ მონტელას, რომელიც ჯერ ისევ უკავშირდება “მილანს” კონტრაქტით და კლუბისგან ხელფასს იღებს.