„მილანმა“ „სევილიასგან“ კიერი გამოისყიდა
„მილანმა“ „სევილიასგან“ კიერი გამოისყიდა

სიმონ კიერი „მილანში“ დარჩება, – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

იტალიელებმა „სევილიასგან“ ფეხბურთელი 3.5 მილიონ ევროდ გამოსყიდეს.

კიერის კონტრაქტი მილანელებთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

იტალიაში კიერი 2020 წლის იანვარში იჯარის წესით გადმოვიდა. ფეხბურთელმა „მილანის“ შემადგენლობაში (სერია ა-სა და იტალიის თასზე) 18 მატჩი ჩაატარა და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა.

იტალიის ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ, „მილანი“ სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფება.