„მილანმა“ რეშფორდის თაობაზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმართა #1TVSPORT
„მილანმა“ რეშფორდის თაობაზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმართა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი, შესაძლოა, ზამთარში იტალიაში გადაბარგდეს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, „მილანი“ ინგლისელ ფეხბურთელს იანვარში მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განიხილავს. „როსონერიმ“ უკვე მიმართა „იუნაიტედს“ წინადადებით ფეხბურთელის იჯარის თაობაზე გამოსყიდვის უფლებით.

აღნიშნავენ, რომ სიტუაციის განვითარებას აკვირდება „დორტმუნდი“, რომელიც ასევეა დაინტერესებული 27 წლის რეშფორდის იჯარით.

„მილანისთვისაც“ და „დორტმუნდისთვისაც“ წინაღობა შეიძლება გახდეს ინგლისელის ხელფასი: 325 ათასი ფუნტი კვირაში 2028 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების თანახმად.

მიმდინარე სეზონში რეშფორდმა პრემიერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.