„მილანმა“ რანგნიკთან შეთანხმებას მიაღწია
„მილანმა“ რანგნიკთან შეთანხმებას მიაღწია

„შალკესა“ და „ლაიპციგის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი, შესაძლოა სათავეში „მილანს“ ჩაუდგეს, – იუწყება Tuttosport.

გამოცემის ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვანელობამ 61 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულების ფინანსური საკითხები შეათანხმა. აღნიშნავენ, რომ რალფ რაგნიკმა, შესაძლოა მწვრთნელობასთან ერთად, კლუბის სპორტული დირექტორის პოზიციაც შეითავსოს.

„მილანი“, რომელსაც სტეფანო პიოლი წვრთნის, იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.