„მილანმა“ რაფაელ ლეაოს გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
„მილანმა“ რაფაელ ლეაოს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
სკირას ცნობით, ვინაიდან პორტუგალიელი ფეხბურთელი რუბენ ამორიმის ხედვებში ვერ ჯდება, გუნდის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე თანახმაა. საყურადღებოა, რომ იტალიელებმა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი შეამცირეს – თუ აქამდე მას 50-60 მილიონ ევროდ აფასებდნენ, ახლა მოთამაშის დათმობა 40 მილიონ ევროდაც შეუძლიათ და ამჟამად ოფიციალური წინადადებების მოლოდინში არიან.
მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელის დამატებით თურქული კლუბები ინტერესდებოდნენ, „მილანს“ ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია.
ლეაო იტალიურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და ჩატარებულ 291 შეხვედრაში 80 გოლის გატანა მოახერხა. 2022 წელს, „მილანთან“ ერთად, ლეაომ იტალიის სერია A მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.