„მილანმა“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„მილანმა“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„მილანმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა თავის რიგებში ფრანგი ფორვარდის ოლივიე ჟირუს გადასვლის შესახებ.

როგორც ადრე პრესა წერდა, 34 წლის ვეტერანის ტრანსფერისთვის იტალიურ კლუბს ერთი მილიონი ევრო დასჭირდებოდა. კიდევ ერთ მილიონს ჟირუს ყოფილი კლუბი „ჩელსი“ ბონუსების სახით მიიღებს.

„მილანში“ ჟირუ მეცხრე ნომრით ითამაშებს.

2020-21 წლების სეზონში ჟირუმ 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 11 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.