„მილანმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT
„მილანმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT

„მილანმა“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერჟიო კონსეისაოს წასვლის შესახებ, – ამის შესახებ დაწერა კლუბის პრესსამსახურმა.

„კლუბი მადლობას უხდის სერჟიო კონსეისაოს და მის ჯგუფს გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. „მილანი“ ემშვიდობება მწვრთნელს, რომელმაც კლუბს მის ისტორიაში 50-ე ტიტული მოუტანა და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში“, – წერია განცხადებაში.

პორტუგალიელი სპეციალისტი სეზონის მსვლელობისას მივიდა „მილანში“ და მას იტალიის სუპერთასი მოაგებინა. გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა სერია A-ში და ევროტურნირებზე ვერ მოხვდა.

ბოლო ინფორმაციით, სერჟიო კონსეისაოს მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.