„მილანმა“ მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა დაითხოვა #1TVSPORT

20:00, 25.05.2026
TURIN, ITALY - SEPTEMBER 14: Head coach of Juventus, Massimiliano Allegri, reacts before kick-off in the UEFA Champions League group H match between Juventus and SL Benfica at Juventus Stadium on September 14, 2022 in Turin, Italy. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)

„მილანის“ მფლობელმა – ამერიკულმა კომპანია RedBird Capital-მა გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრისა და გუნდის მთელი ხელმძღვანელობის განთავისუფლების შესახებ.

ჯორჯო ფურლანიმ დატოვა გენერალური დირექტორის პოსტი, ჟოფრე მონკადა დაითხოვეს სკაუტთა განყოფილების ხელმძღვანელობიდან და იგლი ტარე – სპორტული დირექტორის თანამდებობიდან.

2025-26 წლების სეზონში „მილანმა“ სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

58 წლის ალეგრი „მილანს“ 2025 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.

მსგავსი