„მილანი“ მოელაპარაკა „ლევერკუზენს“ გერმანული კლუბის ფორვარდის, ვიქტორ ბონიფასეს ტრანსფერზე.
იტალიელები ნიგერიელს 2025-26 წლების სეზონისთვის იჯარით აიყვანენ და მომავალი წლის ზაფხულში ექნებათ მისი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება, – იტყობინება Sky Germany-ს რეპორტიორი ფლორიან პლეტენბერგი.
ამ მომენტისთვის „მილანი“ პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს ბონიფასესთან.
2024-25 წლების სეზონში ნიგერიელმა 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეარულა.