„მილანმა“ კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა [ვიდეო]
MILAN, ITALY - APRIL 14: Kakha Kaladze of AC Milan celebrates with team mates acfetr scoring the winning goal during the Serie A match between AC Milan and Inter Milan at the San Siro on April 14, 2006 in Milan, Italy. AC won the match 1-0. (Photo by Newpress/Getty Images)
კახა კალაძეს „მილანმა“ დაბადების დღე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, მოკლე ვიდეოთი მიულოცა.
„მან „როსინერიში“ 284 მატჩი ჩაატარა, დღეს 41 წლის გახდა. ვულოცავთ დაბადების დღეს“, – ასეთი წარწერა ახლავს ვიდეოს.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე იტალიურ კლუბში 2001-2010 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში კალაძემ 12 გოლის გატანა მოახერხა. „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება კახა კალაძემ ორჯერ მოახერხა, ხოლო „სერია ა“-ს გამარჯვებული კი ერთხელ გახდა.