„მილანმა“ კაილ უოკერი დაიმატა #1TVSPORT

09:11, 25.01.2025

„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „მანჩესტერ სიტიდან“ მარჯვენა მცველის, კაილ უოკერის გადაყვანის შესახებ. ინგლისელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.

კლუბებს შორის შეთანხმებაში არის პუნქტი „მილანის“ მხრიდან 34 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის შესახებ.

2024-25 წლების სეზონში კაილ უოკერმა „სიტის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი