„მილანმა“ იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
„მილანმა“ იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა

შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ში ბრუნდება.

გაზეთ „კორიერე დელა სერას“ ინფორმაციით, „მილანი“ ძალიან მალე წარადგენს ვეტერან სკანდინავიელს, კერძოდ, პრეზენტაციის თარიღია – 15 დეკემბერი და ის მილანური კლუბის 120 წლისთავს ეძღვნება.

ელოდებიან, რომ 38 წლის ფეხბურთელთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იბრაჰიმოვიჩის წასვლას ითვალისწინებს, თუ გუნდი  ევროთასებზე ვერ მოხვდება.

ზლატანი უკვე გამოდიოდა „მილანში“ 2010-12 წლებში, 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონატი მოიგო.